არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, ახალი კოალიციური ხელისუფლება წავა მხოლოდ წინ | ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

„დღეს ჩვენ გვაქვს გამარჯვების ზეიმი, რომელსაც 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ქართველ ხალხთან ერთად“ - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ვაკის პარკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

"მე დღეს არ მინდა დიდხანს ვილაპარაკო იმ 12 წლიან მმართველობაზე, სიღატაკეზე, იძულებით ემიგრაციაზე, რომელიც მოიტანა „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რადგან ივანიშვილი დღეს საქართველოს პოლიტიკურ წარსულია, სოლო თქვენ ხართ საქართველოს მომავალი. დღეს ჩვენ გვაქვს გამარჯვების ზეიმი, რომელსაც 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ქართველ ხალხთან ერთად. ევროპული მომავლის, სადაც ჩვენს მშობლებს ექნებათ ღირსეული სიბერე, ჩვენს შვილებს ექნებათ ლაღი ბავშვობა ,სადაც ყველა ბავშვს ყველა საჯარო სკოლაში ექნება უფასო კვება, სადაც პენსიონერებს აღარ დააწვებათ მხრებზე კაბალური საპენსიო სესხები, რადგან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს, ამას გპირდებით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. გპირდებით მომავალს, სადაც ოჯახებს ბავშვის გაჩენის აღარ შეეშინდებათ სიღარიბის გამო, ოჯახები გაერთიანდებიან და დაბრუნდებიან იძულებითი ემიგრაციიდან, ამისთვის ჩვენ შევქმნით პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ მილიარდიან ფონდს, რათა თითოეულ იძულებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ახალი მომავლის შანსი ,სწორედ აქ, თავის სამშობლოში.

ჩვენს ახალგაზრდებს მივცემთ წვდომას ევროპულ ფონდებზე იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება ევროპაში, მაგრამ დაბრუნდნენ სწორედ აქ და  ჰქონდეთ ღირსეული სამუშო ადგილები. 

ეს არის მომავალი, სადაც არ არის პოლიტიკური დევნა, სადაც არ არიან პოლიტიკური პატიმრები და სადაც საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მთელს მსოფლიოს საქართველო გააცნო, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი, რომელმაც არ დათმო არ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, არ ისჯება ქვეყნის აღმშენებლობისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ევროპული მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით" აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისი თქმით,  მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ და უარი თქვას პოლიტიკურ შურისძიებაზე:  

"არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება. ახალი კოალიციური ხელისუფლება წავა მხოლოდ წინ იმისთვის, რომ საქართველომ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, გპირდებით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა “ იქნება მთავარი ლოკომოტივი, რომელიც შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში. ხელისუფლების ცვლილებისთანავე უმოკლეს ვადებში საქართველო აგხსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და სულ მოკლე დროში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელში ეჭირება ევროკავშირის პასპორტი.

ამასთანავე საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდიან ფონდზე იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენი მშობლებისთვის, შვილებისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც ივანიშვილს მოაქვს. სწორედ საქართველოს ევროკავშირის პასპორტი მსოფლიოში ყველაზე დაცული პასპორტი გახდება გარანტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის. " განაცხადა ბოკუჩავამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი