მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში და მივიღე პირობა, რომ თუ შესრულდება, ჩვენ დაგვაბრუნებენ მოლაპარაკებების გახსნის კართან | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის განცხადებით, ევროპაში მიიღო პირობა, რომ თუ ქართული ქარტიით გათვალისწინებული ძირითადი პუნქტები შესრულდება, საქართველოს დააბრუნებენ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე:  

"14 დღე რჩება არჩევნებამდე და ყველაფერი კარგად არის. მე რაც პირობა დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია, რომ შესრულებულია, ეს ქარტია შედგა. ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომ დავუბრუნდე ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს და გარანტია მივცეთ საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს წინსვლას.

მინდოდა გამევლო პარტიებთან ყველა პუნქტი ქარტიის და მიმეღო მათგან კიდევ ერთხელ დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია იქნება სრულად შესრულებული. მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირებს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდება რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება თუ იქნება, პირობა მივიღე , რომ ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით - მოლაპარაკებების გახსნის კარებთან.

მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მხრივ საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე და ვარ ჩემი სიტყვის ერთგული. ეს გავიარე ყველა პარტიასთან და ყველასგან მივიღე დასტური, რომ არიან ამ პროცესში, რომ არიან ერთგულნი ამ ქარტიის და მზად არიან იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანონ პროცესი და ამით მე ვარ ძალიან კმაყოფილი " თქვა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი