14 წლის ბიჭს 8 წლის ბავშვის გაუპატიურება ბრალდება | უმძიმესი დანაშაული სამეგრელოში

გამოქვეყნდა:

14 წლის არასრულწლოვანს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ასევე არასრულწლოვანის  - 8 წლის ბავშვის გაუპატიურების გამო. ამბავი აპრილში სამეგრელოში მოხდა, სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოიტანა. იმიტომ რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხება ჩვენ არც რაიონსა და არც სოფელს არ ვასახელებთ. დამატებითი მხოლოდ იმის თქვა შეგვიძლია რომ 8 წლის დაზარალებული  საქართველოს მოქალაქე არ არის. მისი ოჯახი საცხოვრებლად ქვეყანაში 2 წელიწადზე მეტია რაც ჩამოვიდა. 

მცირეწლოვანი შვილის მონათხრობის მიხედვით  დედა ამტკიცებს, რომ 14 წლის ბიჭმა 8 წლის გოგო საძინებელ ოთახში ძალის გამოყენებით შეიყვანა, ჩაკეტა და გარკვეული დროის განმავლობაში ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა.  ამ ყველაფერს კი ისე აკეთებდა რომ მოზარდის ყვირილის ხმა ეზოში მყოფ ოჯახის წევრებს არ გაეგოთ. 

"ოთახის კარი ჩაკეტა, პირზე დააფარა ხელი და ასე იძალადა. ფრჩხილებით აქვს დაზიანებული გენიტალია. 14 წლის  მოზარდმა გაიხადა შარვალიც და ჩემს შვილს აიძულებდა, რომ მის გენიტალიას შეხებოდა. " - ამბობს ბავშვის დედა.

ოჯახი გვიყვება, რომ უმძიმესი ამბის გასაჯაროებისა და საქმეში პოლიციის ჩართვის შერცხვათ.  8 წლის გოგოსგან მიღებული ინფორმაციის დაზუსტება 14 წლის ბიჭთან სცადეს. დაზარალებულის მამის მონათხრობით ის მათთან ოჯახში სალაპარაკოდ რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად იყო მისული. 

"იმ საღამოს,როდესაც ეს ამბავი მოხდა მე და ჩემი მეგობარი მივედით იმ ბიჭის სახლში. ბიჭი ყველაფერს უარყოფდა და დედამისიც მის მხარეს იყო.  შემდეგ ჩემმა შვილმა სავარაუდო დამნაშავეს უთხრა, რომ შენ ხომ მითხარი ჩემი სასქესო ორგანო ხელში დაიჭირეო. მე გამიკვირდა რადგან ჩემმა შვილმა ქართული კარგად არ იცის და ამას ვერ გაიგებდა, შესაბამისად ვკითხე თუ რა ენაზე ჰქონდათ მათ კომუნიკაცია.  ჩემმა შვილმა 14 წლის ბიჭისა და მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით მითხრა,რომ ეს ყველაფერი ბიჭმა გუგლ-თარჯიმნის საშუალებით უთხრა. მერე ბიჭის მამამ და ბაბუამ მას გამოართვეს მობილური და ვნახე, რომ იქ მართლად იყო ასეთი შეტყობინება. შემდეგ ჩემმა შვილმა მიამბო, რომ იმ საღამოს, როცა ოთახში იყვნენ, ბიჭმა შარვალი ჩაიხადა და თავის სასქესო ორგანოს აჩეჩებდა სახეში. " ამბობს ბავშვის მამა.

დაზარალებული მცირეწლოვანი გოგოს ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვანი ბიჭის ოჯახის წევრები მომხდარის დამალვას მუქარისა  და ფულის სანაცვლოდ სთავაზობდნენ

დაზარალებული 8 წლის გოგოს ოჯახთან გარიგება არ შედგა. გაუპატიურების ბრალდებით 14 წლის ბიჭს უკვე მსჯავრი დაედო. გამოძიების მოპოვებული მტკიცებულებებისა და საექსპერტო დასკვნების საფუძველზე მოსამართლემ მე-9 კლასელ ბიჭს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადებას მსჯავრდებულის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. 

14 წლის მოზარდის მშობლები დღესაც ამტკიცებენ რომ  მათ შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. დაზარალებულ 8 წლის გოგოს და მის ოჯახს კი ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ.  მათივე მტკიცებით დაზარალებულის მშობლები რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან მძიმე ამბის გამოყენებას სხვა მიზნით ცდილობენ.  მსჯავრდებული 14 წლის ბიჭის ოჯახის წევრები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ.

14 წლის მსჯავრდებული ამ დროისთვის უკვე შესაბამის დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი უფლებადამცველები კი მოსამართლის განაჩენის დასაბუთებულ ვერსიას ელოდებიან, იმისთვის რომ საქმე სააპელაციო სასამართლოში წაიღონ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი