ვარკეთილში "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს | ირაკლი ნადირაძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. კოალიციის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ვარკეთილი 3-ის, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ოფისში ჩაამსხვრიეს  შუშები და  ოთახში საღებავებით სავსე ბოთლები შეაგდეს. ნადირაძის თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.

ირაკლი ნადირაძის თქმით, მომხდარი აჩვენებს იმას, თუ როგორი შეშინებულია ქართული ოცნება. 

"დღეს დილით ვარკეთილში, სადაც არის "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისი, დაგვხვდა დარბეული. ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები ბოთლებით. შემთხვევა მოხდა როგორც ჩანს, გამთენიისას. ამ დარბევების, ამ ძალადობის, მუქარის და სამარცხვინო ფაქტებია არავის არ გვეშინია,"- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი