სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები საარჩევნო ხმის დასაცავად | დამკვირვებლების გადასამზადებლად ტრენინგები ინტენსიურად მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა", ინტენსიურად ატარებს ტრენინგებს დამკვირვებლების გადამზადების მიზნით. ყოველდღიურად 6 ლოკაციაზე  ჯამში 200 ადამიანი გადის სწავლებას. ორგანიზაციაში უკვე შესულია 3210 აპლიკაცია - იმ ადამიანების, ვისაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვება სურს.  მათ შორის არიან სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები.

"ძალიან ბევრმა ხელოვანმა გამოხატა სურვილი რომ დამკვირვებელი იყოს და დღეს ისინი ესწრებიან ტრენინგს, არჩევნებზე კი სხვადასხვა უბნებზე გადანაწილდებიან," - განაცხადა  „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ.

არჩევნებზე დამკვირვებლებლად მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა "საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ეკა გიგაურმაც. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მნიშვნელოვანია თითოეული ხმის დაცვა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი