"26 ოქტომბერს თავი უნდა დავიხსნათ რუსული გავლენებისგან" | "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ზუგდიდის მოსახლეობას ხვდებიან

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ზუგდიდის მოსახლეობას ხვდებიან. როგორც შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ უთხრა, "26 ოქტომბერს მოქალაქეებმა თავი უნდა დავიხსნათ იმ რუსული გავლენებისგან, რაც დღეს ქვეყანაშია გამეფებული". ხაზარაძის თქმითვე, ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში 37 ათასი რუსული კომპანია დაფუძნდა. 

მისივე თქმით, ქვეყნის მომავალში სამეგრელოს მცხოვრებლების როლი გადამწყვეტია. "სამეგრელოს გაძლიერების გარეშე ქვეყნის განვითარება არ არსებობს".

მისივე თქმით, ზუგდიდში, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში, "უზარმაზარი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი