ბოლნისში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

ბოლნისში, "ქართული ოცნების" აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები და კედლებზე დაწერეს შეურაცხმყოფელი სიტყვები. 
თავდამსხმელები ამ დრომდე არ არიან იდენტიფიცირებულები.

თუმცა სავარაუდოდ პოლიციას მათი ვინაობის დადგენა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. გარდა ამისა, ადგილობრივი ოპოზიციის წევრების თქმით, ასეთ დავალებებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი გასცემს. 

ადგილზე სამოქალაქო პლატფორმა 202/20-ის წევრები მივიდნენ, რომლებიც მომხდარის შესახებ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობებენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი