სამოქალაქო აქტივისტი ლევან ჯაგაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოებით მოქალაქეებს არჩევნებში წასვლისა და ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ასევე პირდაპირ აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას", ბოლო დროს მუქარის შემცველ წერილებს იღებს.
აქტივისტს ემუქრებიან ვიდეოების კომენტარებშიც. ანგარიშები , საიდანაც მუქარის შემცველი ტექსტები ვრცელდება, სავარაუდოდ ყალბია, თუმცა, ჯაგაშვილი მოითხოვს, საქმით საგამოძიებო უწყება დაინტერესდეს და მისი უსაფრთხოება უზრუნველყონ.