პირველად ბოლო 48 დღეში, უკრაინაში ღამემ „შაჰიდის“ დრონების თავდასხმის გარეშე ჩაიარა

გამოქვეყნდა:

პირველად ბოლო 48 დღის განმავლობაში, უკრაინაში ღამემ „შაჰიდის“ დრონების თავდასხმების გარეშე ჩაიარა. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ბოლოს ეს 29 აგვისტოს მოხდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო ხომალდების გადაადგილება ბოლოს 13 ოქტომბერს, 06:23 საათზე, კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში დაფიქსირდა.

საჰაერო ძალების კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსმა იური იგნატმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს უმოქმედო იყო რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციაც.

ექსპერტების ვარაუდით, ეს შეიძლება მიუთითებდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულ თავდასხმაზე, რომელიც გასულ კვირას, დრონების საწყობზე მოხდა, ასევე მტრის სტრატეგიაზეც: 

„პირველი ფაქტორი არის ის, რომ უკრაინამ გასულ კვირას წარმატებით დაარტყა "შაჰიდების" ერთ-ერთ საწყობს ეისკომის მახლობლად მდებარე სოფელ ოქტიაბრსკოეში და ამან გარკვეული ეფექტი მოახდინა. მეორე ის არის, რომ რუსეთს ახლა გარკვეული პაუზა სჭირდება, რომ, ვთქვათ, დაიწყოს დაზოგვა [დრონების]" - განმარტავს სამხედრო-სამართლებრივი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე მუსენკო RBC-Ukraine-სთან საუბარში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი