პედაგოგებმა გადმოგვცეს SMS-შეტყობინება, საიდანაც ჩანს, რომ ფოთიდან ზუგდიდში, ივანიშვილის გამოსვლაზე დასასწრებად მათ გაგზავნას საკრებულოს წევრი აორგანიზებდა | ჯოჯუა

გამოქვეყნდა:

ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანიტა ჯოჯუა ზუგდიდში, 15 ოქტომბერს "ქართული ოცნების" მორიგ წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ივანიშვილის მოსასმენად იქ პედაგოგები იძულების წესით ჩაიყვანეს როგორც ფოთიდან, ასევე სხვადასხვა სოფლიდან. მისივე ინფორმაციით, ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა ფოთის საკრებულოს წევრი და ამავე დროს, ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი, ზაალ ყვინჩია. როგორც ჯოჯუა ამბობს, არსებობს დამამტკიცებელი SMS-შეტყობინებაც:

"გუშინ, მორიგ პარტიულ ღონისძიებაზე, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, ბიძინა ივანიშვილი შუშის კოლბიდან მიმართავდა სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლებიდან იძულებით მიყვანილ პედაგოგებს. რამდენიმე პედაგოგმა გადმოგვცა ის SMS-შეტყობინება, საიდანაც ჩანს, რომ ფოთში ამ პროცესს ორგანიზებას უწევდა აგრესიულობითა და უპრინციპობით გამორჩეული ზაალ ყვინჩია - ეს არის ფოთის საკრებულოს წევრი და ამავე დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

რა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე უნდა ესაუბროს ის ახალგაზრდობას, როცა თავად არღვევს დემოკრატიის ყველა ნორმას. ქართული ოცნების ეს თავშეყრა კიდევ ერთხელ, ნათლად გვიჩვენებს მარცხთან მათ შეგუებას, რაც გარდაუვალია და ამას 26 ოქტომბერს დაადასტურებს ქართველი ხალხი" - განაცხადა ფოთის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ანიტა ჯოჯუამ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი