„ქართული ოცნება“ პარტიის ოფისებში წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებს ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. ეს ინფორმირებული პირის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული დოკუმენტებით დასტურდება.
მაგალითად: ნარკოტიკებზე ხარ დამოკიდებული, ან ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს? რა ბიზნესს ეწევი? რამდენად სცემ პატივს „ავტორიტეტებს“? რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ? ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებია ან რამე ბიზნესიდეა ხომ არ დაგიფინანსა სახელმწიფომ?
მოწოდებული დოკუმენტებში ასახული მონაცემთა ხასიათი და უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბი ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ფლობს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების ფორმულად იყენებს. მონაცემები, რასაც მმართველი პარტია აგროვებს და ამუშავებს, მკაცრად არის დაცული პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით და მას მხოლოდ სახელმწიფო უწყებები უნდა ფლობდნენ.
„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ მმართველ პარტიას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს აწვდიან იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროები.
მმართველი პარტიის ოფისში ამუშავებენ მონაცემებს, რომლებიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ:
სრულად იხილეთ "ბათუმელების" სტატია