"ოცნება" პრეზიდენტს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ედავება | ზურაბიშვილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება პრეზიდენტს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ედავება. სალომე ზურაბიშვილი დღეს იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაიბარეს. საუბარია პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა.

"ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ხდება შენობის, ლოგისტიკური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს, აღნიშნოს თავისი ფლანგის გამარჯვება, როგორც მას ესახება. " თქვა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. 

დღეს რატი ბრეგაძის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი კომისიის მერვე სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა ყველა უწყების წარმომადგენელი, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ცესკოს წევები, თუმცა სალომე ზურაბიშვილი სხდომაზე არ მისულა. 

როგორც ხდომის დასრულების შემდეგ, რატი ბრეგაძემ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ გაუგზავნიან წერილს, მოითხოვენ სხდომაზე მისვლას და განმარტებებს.

"განმარტებების გასაკეთებლად მოწვეული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც სამწუხაროდ არ გამოცხადდა. ეს მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პრეზიდენტი არ არის განწყობილი საარჩევნო საკითხებზე სათანადოდ სათანამშრომლოდ" - ამბობს ბრეგაძე

სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციის -"ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე ქართული ოცნების ნარატივებით ითხოვს, პრეზიდენტის ქმედებებით ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდეს: 

"სახელმწიფო ადმინისტრაციული ინსტიტუტია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მას არ აქვს უფლება იქ შტაბი გახსნას და შეხვედრები აწარმოოს. ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს რა რესურსები იქნა გამოყენებული საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების დრო" ამბობს ის. 

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი