დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური სარგებელი - როგორია "ქართული ოცნების" შემომწირველების რუსული კავშირები. კვლევას არასამთავრობო ორგანიოზაცია "სამოქალაქო იდეა" ავრცელებს. ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომ მმართველი პარტია, ბიზნესინტერესბით, ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
კვლევის ავტორების თქმით, "ქართული ოცნების" ყველა დიდ შემომწირველს ერთმანეთთან ორი რამ აკავშირებს. ეს რუსეთთან და რუსულ ბაზართან კავშირებია. "ქართული ოცნების" ყველა შემომწირველი, რომელიც პარტიას 2012 წლიდან აფინანსებს, ძირითად შემთხვევაში ან ორმაგი მოქალაქეები არიან, ან უშუალოდ რუსეთის მოქალაქეები. ასევე, ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეები არიან მათი ბიზნესპარტნიორებიც.
შემწირველების უმეტესობა ასევე უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან, კერძოდ, მის ძმასთან ალექსანდრე ივანიშვილთან, რომელიც ღვინის კომპანიებში წილებს ფლობს. მან მმართველ გუნდს 2012 წლიდან დღემდე 440 ათასი ლარი შეწირა და ამასთანავე სახელმწფოს მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰქონდა სარფიანად გამოიყენა.
ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორები კი ძმები დუგლაძეები არიან, რომელიც ღვინის კომპანიებს ფლობენ და ასევე ოლიგარქის პარტიის შემწირველები არიან. აღსანიშანვია, რომ ძმები დუგლაძეების ძირითადი შემოსავლის წყარო რუსული ბაზარია.
როგორც მოსალოდნელია, რუსული ბაზრიდან შემოწირულ ფულს მმართველი პარტია საარჩევნოდ გამოიყენებს.