პანიკა სავალუტო ბაზარზე | სებ-მა, ბოლო ორ კვირაში, 113 მლნ დოლარი გაყიდა

გამოქვეყნდა:

სავალუტო ბაზარზე დაძაბული მოლოდინია. ეროვნული ბანკის ბოლო დროის აქტიურობა ფინანსისტებს კითხვებს უჩენს, რომლებზეც ბევრი არასტანდარტული და არასაიმედო პასუხი არსებობს. ორი კვირის განმავლობაში 113 მილიონი დოლარის გაყიდვით ქვეყნის მთავარმა ბანკმა გაურკვევლობა გააჩინა. მთავარი კითხვები საფინანსო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობას უკავშირდება - ლარის კურსის მერყეობა 1 თეთრის ფარგლებშია და ასეთ ვითრებაში ას მილიონზე მეტის დახარჯვა ეჭვს აჩენს. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ინტერესებში მყოფი ეროვნული ბანკი ყალბი სტაბილურობის განცდის შექმნას ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი