საუბნო და საოლქო კომისიებში თავმჯდომარეებად და მოადგილეებად ცესკომ "ოცნების" პარტაქტივთან დაკავშირებული ადამიანები შეარჩია | პარტია საქართველოსთვის

გამოქვეყნდა:

ვინ ატარებს არჩევნებს და რა ნიშნით დააკომპლექტა "ქართულმა ოცნებამ" საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიები - ვრცელი კვლევა ამ თემაზე პარტიამ "საქართველოსთვის" წარმოადგინა.

ირკვევა, რომ საუბნო და საოლქო კომისიებში ცესკომ თავმჯდომარეებად და მოადგილეებად შეარჩია ის ადამიანები, ვინც მჭიდროდ არიან დაკავშირებული "ქართული ოცნების" რეგიონულ პარტაქტივთან, მათ შორის ოჯახური და ნათესაური კავშირებით. ეს თანამდებობები წესით პოლიტიკურად ნეიტრალურ პირებს უნდა დაეკავებინათ. აღნიშნული პირები ასევე ჩართულები არიან "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ და დეზინფორმაციულ კამპანიაში.

"გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლების თქმით, ცესკოს გადაწყვეტილება უნდობლობას იწვევს, თუმცა მიაჩნიათ, რომ მოქალაქეთა აქტიურობა ხელისუფლებას ხმებით მანიპულაციის შესაძლებლობას აღარ დაუტოვებს.

"ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ვის ხელშია რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 26 ოქტომბერს და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, იმის აუცილებლობას, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. არმისვლა ოცნების ინტერესშია,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი