გვაქვს აუდიოჩანაწერები, რომ ოცნების მაღალჩინოსნები მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ცდილობენ | წითლიძე გვარებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

გვაქვს აუდიოჩანაწერები, რომლებითაც მტკიცდება, რომ ხელისუფლებისა და ოცნების მაღალჩინოსნები მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ცდილობენ - აცხადებს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე და სამეგრელოში გამოვლენილ ახალ ფაქტებსა და კანონდამრღვევებს ასახელებს. წითლიძე ასაჯაროებს იმ პირების ვინაობასა და ფოტოებსაც, ვინც მისი ინფორმაციით კანონდარღვევებში არიან ჩართულები: 

"სოფელ ოქტომბერში - ზაალ გეგეჭკორი - აფხაზეთის პოლიციის მაღალჩინოსანი, ადიკო ივანიშვილის ნათლული; 
პავლე გეგეჭკორი - სოფელ ოქტომბრის რწმუნებული, 
ასმათ უბილავა - ქართული ოცნების აქტივისტი; 
დათო ქირია - ასმათ უბილავას მეუღლე, რომლებიც მიუვარდნენ სოფელში ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს, რომლებმაც მათ პირადობის მოწმობა არ მისცეს. ამის შემდეგ ზაალ გეგეჭკორი ამომრჩევლებს დაემუქრა, რომ ისინი ამის გამო პასუხს აგებდნენ.

ასევე ვასახელებ სოფელ რიყის რწმუნებულს გიორგი ჯოჯუას, რომელიც ემუქრება კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ისინი დაკარგავენ სამსახურს. 

მივმართავ ამ ადამიანებს: ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებსაც გადავცემთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ეს არის აუდიოჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ თქვენ ცდილობთ, პირადობის მოწმობები წაართვათ ამომრჩევლებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. " განაცხადა წითლიძემ.

ის მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინოს დასახელებული ადამიანების მხრიდან კანონდარღვევაზე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი