პარტია "საქართველოსთვის" განცხადებით, ბოლო პერიოდში კობახიძის მიერ ინიციირებული ყველა პროექტი წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზეგავლენას და მოსყიდვას ემსახურება

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" წევრების განცხადებით, ბოლო პერიოდში პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ინიციირებული ყველა პროექტი წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზეგავლენას და მოსყიდვას ემსახურება. ნათია მეზვრიშვილმა კონკრეტული ინიციატივები დაასახელა, მათ შორის სტაჟირების პროგრამა, საგადასახადო ამნისტია, ევრო 2024-ზე ბილეთების სუბსიდირება.

"მან დააანონსა სტაჟირების პროგრამა რომლის დაწყებაც სექტემბერში, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პერიოდს ემთხვევა. დაანონსება მოხდა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც სტუდენტები მარტის აქციებში მონაწილეობდნენ. 3 ივნისს დააანონსა კოვიდის დროს დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერა. იქამდე დაეცნენ რომ მასწავლებლების დღე, რომელიც 27 ოქტომბერს აღინიშნება 13 სექტემბერს გადმოიწია და მოიყვანეს მასწავლებლები და მასშტაბური ღონისძიება მოაწყვეს.

მინდა მოქალაქეებს მივმართო, არ დაუჯეროთ, ეს ყველაფერი არის გამიზნული იმისთვის, რომ თქვენ "ოცნების" სასარგებლოდ ხმების მიცემა მოგთხოვონ." - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

 

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი