საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი 77%-ით გაიზარდა | მთავარ იმპორტიორად ისევ რუსეთი რჩება

გამოქვეყნდა:

მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი 77%-ით გაიზარდა და მთავარ იმპორტიორად ისევ რუსეთი რჩება. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„2024 წლის სექტემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 13,5 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,4 ათასი ტონა) შედარებით მიმდინარე წლის სექტემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან - 11,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 86,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 1,7 ათასი ტონა (12,6%); აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (0,7%);  ამასთან, გასულ თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 8,76 ათასი ტონა, რაც 3,82 ათასი ტონით ანუ 77,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,94 ათასი ტონა) შედარებით. 2024 წლის სექტემბერში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 97,6% (8,55 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან,“ - ნათქვამია იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი