"მთელი სახელმწიფო სისტემაა ჩართული პირადობის მოწმობების ამოღებაში" | ანა წითლიძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, დღეს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა. ანა წითლიძემ საარჩევნოდ მოქალაქეების მოსყიდვის ფაქტებზე ისაუბრა და კონკრეტული გვარები დაასახელა.

"მთელი სახელმწიფო სისტემა არის ჩართული იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი პირადობის მოწმობები ამოიღონ საქართველოს მოქალაქეებისგან. თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია მონაწილეობენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში. ეს ადამიანები, ბარამიას დასახლებაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, 200-დან 500 ლარამდე სთავაზობენ ერთ პირადობის მოწმობაში. არცერთ ამ ფაქტზე არც გენერალურ პროკურატურას და არც შსს-ს რეაგირება არ ჰქონია,"  - განაცხადა ანა წითლიძემ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი