"ქართული ოცნების" რეგიონული კლანების სქემა | როგორ ხდება საჯარო მოხელეებზე ზეწოლა წინასაარჩევნოდ

გამოქვეყნდა:

როგორია "ქართული ოცნების" რეგიონული კლანების სქემა - პარტია "გახარია საქართველოსთვის" იმ პირების ვინაობასა და თანამდებობებს ასახელებს რომლებიც საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენენ, იმისთვის რომ მათ ხმა "ოცნების" სასარგებლოდ მისცენ. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ რომ კახეთში, აჭარასა და მცხეთა მთიანეთში "ოცნების" დელეგატები და პარტაქტივი მოქალაქეებს აიძულებენ არჩევანი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააკეთონ და ატყუებენ, რომ თითქოს, ხმის მიცემა ფარული არაა და მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ ვისზე გააკეთებენ არჩევანს.

"ეს ადამიანები ახორციელებენ ზეწოლას საჯარო მოხელეებზე, რომ საჯარო მოხელეებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა მისცენ ქართულ ოცნებას. ატყუებენ, თითქოს ხმის მიცემა არ არის ფარული და ოცნებას შეუძლია გაიგოს, ვინ ვის აფერადებს. მოხელეებს ეუბნებიან არჩევნების დღეს ფიქსირებულ დროის მონაკვეთს, როცა ისინი უბანზე უნდა გამოცხადდნენ. აქ არიან ოცნების ე.წ დელეგატები, სინამდვილეში კორუმპირებული ფეოდალები, მაგალითად დიმიტრი ხუნდაძე, მთელი სქემაა მათ ქვემოთ. მე მინდა მოვუწოდო პროკურატურას, რომ ზეწოლის ამ სისტემურ დანაშაულზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება," - განაცხადა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი