სუპერმარკეტსა და აფთიაქში "ოცნების" მხარდამჭერებს 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ | კორძაია კომპანიებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

ფარმაცევტული კომპანია “ფარმა სახლი” და  სუპერმარკეტი “მადაგონი”,  ქართულ ოცნებას ძალაუფლების შენარჩუნებაში და ამომრჩევლის მოსყიდვაში ეხმარება - აცხადებენ " ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში."

თამარ კორძაიამ დღეს გაასაჯაროვა მტკიცებულებები, სადაც მისივე თქმით, ნაჩვენებია, როგორ ანაღდებენ 50 ლარიან ვაუჩერებს მაღაზიათა ქსელებში. კორძაიას განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული.

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით “ფარმა სახლის” დამფუძნებელი ლიკა ლობჟანიძე ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია.

"დღეს რუსთავში ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩენილ იქნა სუპერმარკეტში - "მადაგონი" და ასევე, ფარმაცევტულ კომპანია - "ფარმა სახლში" კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას. 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ეს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ასევე, სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტებით და სათანადოდ გამოიძიონ, მონახონ ის პირები, ვისი დავალებითაც ხდება ამ კანონდარღვევების შესრულება და წარდგნენ აუცილებლად დამნაშავეები სამართლის წინაშე...

ის რაც ხდება რუსთავში კერძო კომპანიების, ბიზნესის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, არის დანაშაული და თითოეული მათგანი, ვინც ამას აკეთებს აუცილებლად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი