დირექტივები კაჭარავასგან | "მთავარის" ინფორმაციით, "ოცნების" დელეგატმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს 41-ის გაფერადება მოსთხოვა

გამოქვეყნდა:

მთაწმინდა - კრწანისის დელეგატი ქართული ოცნებიდან, დავით კაჭარავა დასუფთავების  სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, კაჭარავამ მათ "ოცნების" სასარგებლოდ  ხმის მიცემა მოსთხოვა.

არსებული ინფორმაციით, საჯარო მოხელეები შეკრებაზე იძულებით მიიყვანეს. როგორც "მთავარმა არხმა" გაარკვია, შეკრებაზე იმყოფებოდა, ქართული ოცნების ერთ-ერთი კოორდინატორი ნორა მებაღიშვილი, რომელიც არსებული ცნობებით, სოციალურად დაუცველებს აიძულებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში შემოხაზონ ქართული ოცნება, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება. 

მთავარი არხის კითხვაზე აიძულებს თუ არა ქართული ოცნება ადგილზე მისულებს არჩევნებზე 41-ის შემოხაზვას, ნორა მებაღიშვილმა უარყო და აღნიშნა, რომ ის უბრალოდ კმაყოფილია ოლიგარქის პარტიის მუშაობით. ჩვენს კითხვებს არ უპასუხა არც კაჭარავამ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი