"ვიწრო წრეში გადაწყდა..." | ქუთაისში "ოცნების" ღონისძიების ადგილი შეიცვალა, ოლიგარქი პარტაქტივს სპორტის სასახლეში მიმართავს

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების რეგიონული ტურნე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს ქუთაისში დასრულდება.

ბიძინა ივანიშვილის ადგილობრივებისთვის მიმართვა კვლავ საგანგებოდ მისთვის დამზადებული ტყვიაგაუმტარი მინის აკვარიუმიდან იყო დაგეგმილი, თუმცა უამინდობის გამო ღია სივრცეში დაგეგმილმა შეკრებამ სპორტის სასახლის შენობაში გადაინაცვლა. 

სახელისუფლებო პარტიას კი რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე ათასი, საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი ჰყავდა ჩამოყვანილი, თუმცა ყველა მათგანი შენობაში ვერ დაეტია და მობილიზებულების  უმეტესობამ შეკრების ადგილი ისე დატოვა, რომ შიგნით არ შეუშვეს. 

პარტაქტივმა კი, რომლებიც  წინასწარ მობილიზებული მიკროავტობუსებით მიიყვანეს მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ ყველას მშვიდობა სურთ, თუმცა კითხვაზე - ვის უნდა ომი  და დაპირისპირება - პასუხი არ აქვთ. 

დახურულ შეხვედრაზე მედიისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არ შეუშვეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი