"დაიცავი შენი ხმა, მომავალი შენია" | "კოალიცია ცვლილებისთვის" ხმების დაცვის პლატფორმის წარდგენა

გამოქვეყნდა:

როგორ აპირებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ხმების დაცვას? - შესაბამისი პლატფორმის პრეზენტაცია დღეს შედგა. "დაიცავი შენი ხმა, მომავალი შენია" - კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3030 უბანზე კოალიციას 4 000-ზე მეტი დამკვირვებელი ეყოლება. 

გარდა ამისა, 26 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც წინასწარი მონაცემები გახდება ცნობილი, ამოქმედდება საიტი 2024ELECTION.GE.

"წინასწარი შედეგები ეს არის ხმის მთვლელი აპარატისგან ამოსული მონაცემები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების არჩევანს პროპორციულად ანაწილებს და ამ პლატფორმის მეშვეობით, ამ ჩეკებს გამოვფენთ ამ პლატფორმაზე და საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ჩეკების ატვირთვის შემდეგ, მიიღოს დათვლილი ინფორმაცია." აღნიშნა თენგო თევზაძემ.  

2024ELECTION.GE-ზე ყოველწუთობრივი განახლებით აიტვირთება ყველა დათვლილი უბნიდან საარჩევნო ჩეკები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი