"დაიცავი შენი ხმა, მომავალი შენია" | როგორ აპირებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ხმების დაცვას?

გამოქვეყნდა:

"დაიცავი შენი ხმა, მომავალი შენია" -  "კოალიცია ცვლილებისთვის" დღეს ხედვა წარადგინა, როგორ აპირებენ 26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმები დაიცვან. 

კოალიციას 3030 უბანზე 4 000-ზე მეტი დამკვირვებელი ეყოლება, რაც იმას ნიშნავს რომ ყველა უბანზე ცვლილებისთვის წარმომადგენლები ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს გაუწევენ. 

კოალიცია 26 ოქტომბერს სპეციალურად შექმნილ აპლიკაციას  - 2024ELECTION.GE - ს აამუშავებს, სადაც არჩევნების  წინასწარი შედეგები აიტვირთება.  ონლაინ - პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოქალაქისთვის, რათა ხალხმა არჩევნების დღეს თვალის მიდევნება შეძლოს შედეგებისთვის.

გადამზადდნენ ტრენერ- ინსტრუქტორები, რომლებიც თავის მხრივ, დახმარებას გაუწევენ დამკვირვებლებს, რადგან საარჩევნო დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპეტენტური პირების მიერ შედგეს საჩივრები, რაც შემდგომ იურიდიული დავების საფუძველი იქნება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი