"ამ 4 პარტიისთვის მიცემული ხმები მიგვიყვანს ევროპაში" | პრეზიდენტი EU-ს ელჩს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის 4 მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება [კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო, გახარია საქართველოსთვის], რომლებმაც ქართულ ქარტიას მოაწერეს ხელი, ამ ქარტიის ერთგულები რჩებიან. როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ პარტიებისთვის მიცემული ხმების ჯამი ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ გზაზე:

"ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება რომელიმე ამ 4 პარტიისთვის, ეს ხმა მიგვიყვანს ევროპაში, ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში. ეს იქნება ის უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა პუნქტს, რომელიც წერია ქარტიაში. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას. ასე, რომ თქვენ აირჩეთ  რომელი გირჩევნიათ და ყველა ერთად, ოთხივე პარტიასთან და ჩემთან ერთად, როგორც ქარტიის ინიციატორი და გარანტორი, წავალთ ამ გზაზე." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

პრეზიდენტის ცნობით, დღეს ევროკავშირის ელჩს შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნების დაფიქსირების შემდეგ, ევროკავშირი დაუყოვნებლივ აღადგენს ამჟამად შეჩერებულ დახმარებებსა და გაყინულ ურთიერთობებს:

"ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით და ამის დამადასტურებელია ის განცხადებები, რაც მოვისმენთ ბრიუსელიდან, ევროპული საბჭოდან. ასევე მე დღეს შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გაიმეორა მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის, გამიმეორა ის, რომ როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი და ურყევი ნება, რომ დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, რომ დაგვაბრუნონ იმ გზაზე, ძალიან სწრაფად აღადგინონ ის დახმარებები, რომელიც დღეს გაყინულია, დამიდასტურა, რომ ყველაფერია მზად იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა,  რომ საქართველომ როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში." - თქვა პრეზიდენტმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი