"ვაპირებთ კრწანისის რაიონში მსვლელობას, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, ევროპულ მარშზე შემოგვიერთდნენ" | 300 არაგველის ობელისკთან "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

 

საქართველო ირჩევს ევროკავშირს - სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით გამართულ მასშტაბურ მანიფესტაციას პროდასავლური ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან. საყოველთაო სახალხოს მარშზე იქნება პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირონ რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი ევროპაშია და საქართველო რომელიც ნათელ ევროპულ მომავალს ირჩევს, ისტორიულ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

300 არაგველის ობელისკთან "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან, ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ დღეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, რათა დაინახოს ხელისუფლებამ რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა. ისინი მსვლელობას გამართავენ კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალაში და მოუწოდებენ ადამიანებს, რომ მონაწილეობა მიიღონ დღევანდელ ევროპულ მარშში.

"ვაპირებთ კრწანისის რაიონში მსვლელობას, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, ევროპულ მარშზე შემოგვიერთდნენ" - აცხადებენ კოალიციის წევრები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი