ენმ-ს კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში ცნობილია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

სია ასეთია:

  • ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - გია აბულაძე;
  • ქობულეთი - ელგუჯა ბაგრატიონი;
  • ბათუმი - გიორგი კირთაძე. 

აქვე, შეგიძლიათ ნახოთ, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს მასშტაბით. 

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი