"კვირაობით საერთოდ დაკეტილია ოფისები, არავის შესვლის შესაძლებლობა არ ექნებოდა" | როგორ აღმოჩნდნენ "ოცნების" პროვოკატორები გვიან ღამით კონკრეტულ შენობებში, უცნობია

გამოქვეყნდა:

როგორ აღმოჩნდნენ "ქართული ოცნების" პროვოკატორები გვიან ღამით კონკრეტულ შენობებსა და საოფისე ცენტრებში, ამ დრომდე უცნობია - "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ერთ-ერთ იმ შენობაში, სადაც მმართველი პარტიის ტიტუშკები იმყოფებოდნენ და ლაზერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ანათებდნენ.

შენობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათ 24-საათიანი დაცვა ჰყავთ დაქირავებული და დაკეტილ შენობაში უცხო პირი ვერ შევიდოდა: 

"კი დღეს შევიდნენ ვიღაცები, მაგრამ კვირაობით არავინ არ არის. კვირას საერთოდ დაკეტილია ოფისები. დაცვა გვყავს 24 საათი და მხოლოდ საშვით შემოდიან შენობაში ადამიანები... დაცვა გვყავს 24 საათი", - განაცხადეს შენობის ადმინისტრაციაში "მთავარ არხთან".

კიდევ ერთი ადგილი, სადაც პროვოკატორები იყვნენ მობილიზებული, დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის სასტუმრო მონოგრაფია. აქ განთავსებულ ადამაინებს შორის კი მერიის გამგეობების თანამშრომლები, ასევე "ოცნების" ის აქტივისტები იყვნენ, ვინც 9 ოქტომბერს გახარიას პარტიის წევრებს დაესხნენ თავს. თუმცა მათი ქცევა "ოცნების" პრემიერმა სამოქალაქო პოზიციად და ამის გამოხატულებად შეაფასა. 

"შეიძლება პარტიის წევრებიც იყვნენ მათი ნაწილი, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები. რატომ არის გამორიცხული, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყოს აქტივისტი. ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ აქვთ სამოქალაქო პოზიცია და გამოხატეს ეს სამოქალაქო პოზიცია", - ამბობს კობახიძე. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი