"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციას მართავს

გამოქვეყნდა:

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციას მართავს - კოალიციის ლიდერებმა ღონისძიებაზე წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩეველს პირდება, რომ:

  • უმოკლეს ვადებში გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან;
  • საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდ ევროზე;
  • განულდება საპენსიო სესხები;
  • დასრულდება ხელოვნურად გაზრდილი ფასები და "ფასების მაფია";

"მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ. თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთხელ შეკრიბა, იმისთვის, რომ ვაჩვენოთ მსოფლიოს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და ამას ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ ზუსტად 5 დღეში. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მასშტაბით აკვარიუმით გადაადგილდება და საკუთარი ხალხისთვის ხელის ჩამორთმევის ეშინია. იმიტომ, რომ 13 წლის მანძილზე არაფერი მოიტანა ივანიშვილმა ზიზღის პოლიტიკის, შიშზე დაფუძნებული პოლიტიკის გარდა, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი