"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად მალხაზ ჯალაღონიას წარდგენას ეხმაურება.
წარდგენისას ზაალ უდუმაშვილმა ჯალაღონიაზე თქვა, რომ - "ზუგდიდი, ირჩევს ზუგდიდელს". უგულავა კი წერს, რომ პარტია "უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურება" მაშინ, როცა ამავე პარტიის სახელით წარსულში ზუგდიდის მაჟორიტარად სანდრა რულოვსი იყრიდა კენჭს.
უგულავას თქმით, იმედი აქვს, რომ მალხაზ ჯალაღონია ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს "კონფერენსიე უდუმაშვილის" და "კომკავშირელ ჩიქოვანისგან" განსხვავებულად ხედავს. უგულავა მის კონკურენტს დისკუსიაზე ღია ეთერში ან პირადად, ჩაიზე იწვევს.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.