"კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, ქუთაისიდან "ოცნების" აქციაზე საჯარო მოხელეები იძულებით მოჰყავთ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" 23 ოქტომბერს დაანონსებულ სამთავრობო აქციაზე ქუთაისიდან საჯარო მოხელეების თბილისში ჩამოყვანას აპირებს - "კოალიცია ცვლილებისთვის"  ქუთაისის ორგანიზაციის წევრის, გიორგი კილაძის განცხადებით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" აქციაზე არწასვლის შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება. 

"როგორც თქვენთვის ცნობილია, 23-ში "ქართული ოცნება" ქალაქ თბილისში მართავს აქციას, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულების გზით მიჰყავს ადამიანების ჯგუფები. ამ მხრივ გამონაკლისი არც ქუთაისი და იმერეთი აღმოჩნდა, სადაც "ქართული ოცნებისთვის" იძულების მთავარი სამიზნე საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები აღმოჩნდნენ. კონკრეტულად სხვადასხვა სსიპების, ააიპების, სკოლის პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და დასუფთავების თანამშრომლები.

ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ამ ადამიანების გარკვეულ ნაწილთან, რომლებიც პირად საუბრებში ღიად ასახელებენ იმ ადამიანების სახელებს და გვარებს თუ ვინ აიძულებთ მათ და ემუქრებიან ამ ადამიანებს, თუ 23-ში აქციას არ შეუერთდებიან მათ მოუწევთ დაკავებული თანამდებობების დატოვება.", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გიორგი კილაძემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი