კვლევები რომელიც უფრო საიმედოდ მიიჩნევა, პროგნოზირებენ, რომ კოალიციის შექმნა გახდება საჭირო | ევროპარლამენტის კვლევის სამსახური საქართველოზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის კვლევის სამსახური საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დოკუმენტს აქვეყნებს სათაურით -  "საქართველო გზაჯვარედინზე: 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები". 

მასში ნათქვამია, რომ არჩევნების შედეგები პოტენციურად განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტრაექტორიას მომავალი წლების განმავლობაში.

გამოთქმულია ვარაუდიც, რომ მთავრობას დამოუკიდებლად ვერცერთი პარტია ვერ ჩამოაყალიბებს და საჭირო გახდება კოალიციის შექმნა:

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამ კენჭისყრის შედეგები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რაც პოტენციურად განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტრაექტორიას მომავალი წლების განმავლობაში. 2012 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, არჩევნებს „მშვიდობასა და ომს“ შორის არჩევანს უწოდებს.  ოპოზიცია კი არჩევნებს დემოკრატიულ დასავლეთსა და ავტორიტარულ რუსეთს შორის არჩევანს უწოდებს. 

გამოკითხვები ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლევა, თუმცა ის კვლევები რომელიც უფრო საიმედოდ მიიჩნევა, პროგნოზირებენ, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს და კოალიციის შექმნა გახდება საჭირო. 

საქართველოს საარჩევნო კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები გააკრიტიკეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა. კომისია სავარაუდოდ უახლოეს კვირებში მიიღებს 2024 წლის გაფართოების პაკეტს, რომელიც შეაფასებს კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პროგრესს. არჩევნებს მჭიდროდ დააკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უსაფრთხოების ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისიდან." ნათქვამია დოკუმეტში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი