"უდიდესი წინსვლა იქნება, დავემშვიდობებით ერთპარტიულობას" | პრეზიდენტი კოალიციურ მმართველობაზე

გამოქვეყნდა:

"უდიდესი წინსვლა იქნება, დავემშვიდობებით ერთპარტიულობას", - განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ფორმულა"-სთან ინტერვიუში კოალიციურ მმართველობაზე საუბრისას.

"გადავდივართ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როცა უნდა ვისწავლოთ რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა. კოალიციური იქნება თუ ტექნიკური მთავრობა, მთავარია, რომ იქნება კოალიციური მმართველობა. გვყავს ოთხი პროდასავლური პარტია, საზოგადოება მათ მისცემს ხმა და მათ უნდა მოახერხონ, რომ მართონ ქვეყანა. ეს იქნება უდიდესი წინსვლა, წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან დავემშვიდობებით ერთპარტიულ მმართველობას, რომელშიც, პრაქტიკულად, 30 წელზე მეტია ჩაძირული ვართ. 

[...] 

ვემშვიდობებით იმას, რაც არის ანტიდემოკრატიული წყობა და გადავდივართ კოალიციურ მმართველობაზე, რაც არის რთული - მოითხოვს კომპრომისებს, მოითხოვს ერთმანეთის გაგებას, საუბარს, დიალოგს, ევროპულ პოლიტიკას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი