"რომან კვანჭიანი ბოლოს ყაჩაღობაზე იჯდა, მანამდე მკვლელობაზე, დადის პირადობების ჩამოსართმევად" | სოფელ რიყეში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, სოფელ რიყეში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს თავს დაესხნენ. შემთხვევა  წუხელ ღამით იმ დროს მოხდა, როცა ლევან გოგია წინასაარჩევნო დარღვევების გადასამოწმებლად მიდიოდა.  

საქმე ეხება "ქართული ოცნების" მიერ ამომრჩევლის დაშინებას.  ირკვევა რომ  სოფელში მცხოვრებ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ქართული ოცნების წარმომადგენლები აიძულებენ არჩევნებზე არ წავიდნენ, ნაწილს პირადობის დამდასტურებელ მოწმეობებს ართმევენ, ნაწილს კი კონკრეტულ თანხას სთავაზობენ. 

სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად მიდიოდა სოფელში ოპოზიციური გაერთიანების  წარმომადგენელი რომელსაც თავს  ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები დაესხნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ავტომანქანის მინები ჩაუმსხვრიეს და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს.

"რომან კვანჭიანი, რომელიც არის კრიმინალი, ბოლოს ყაჩაღობაზე იჯდა, მანამდე მკვლელობაზე, ეს ადამიანი დადის პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად. ფაქტობრივად, ციხიდან არ გამოსულა, ახლა გამოუშვეს სწორედ ამ საქმისთვის. სოფლის შესასვლელთან იდგა ორი პირი, სახეზე ვერ ვიცანი, როცა მანქანით ჩავიარე, ეგრევე ქვები დამიშინეს. ერთი მინას მოხვდა და ჩამსხვრეულია. იმ ორ პირთან ერთად იდგა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფორმაში ჩაცმული პირი, ვიდეოშიც ჩანს ფორმა" - ამბობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრი ლევან გოგია

შემთხვევის ადგილას "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძეც იმყოფებოდა, რომელმაც ინციდენტის შემდეგ გამოძახებულ პოლიციის თანამშრომლებს რომან კვანჭიანისა და სხვა პირების გადაყვანა მოსთხოვა, რათა ისინი ნარკოთრობაზე 
შეემოწმებინათ.

"ისინი ასრულებენ დავალებას "ქართული ოცნების" შტაბიდან, შტაბს ხელმძღვანელობს შოთა ბაჯალაძე, რომელიც სუს-ის თანამშრომელია და კვანჭიანსა და სხვა პირებს დავალებული აქვთ სოფელ რიყეში პირადობის მოწმობების ამოღება. მათი მცდელობა უშედეგოა, სულ რამდენიმე დღე დარჩათ და 26 ოქტომბერს ეს ქვეყანა საბოლოოდ გაიმარჯვებს" - განაცხადა ანა წითლიძემ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი