რამდენად ეთანხმებით სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიაში ჩამოთვლილ შემდეგ საკითხებს | ბრიტანული კომპანია SAVANTA-ს გამოკითხვა

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა სავანტა ჯგუფმა (Savanta Group), "მედიის თავისუფლების ფონდის" დაკვეთით.

"სავანტა" არის გლობალური კომპანია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით კვლევებს უკვეთავენ ისეთი ავტორიტეტული მედიები როგორიცაა CNN და BBC, ასევე ბრიტანეთის მთავრობა.
 

რამდენად ეთანხმებით სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიაში ჩამოთვლილ შემდეგ საკითხებს:

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნა

  • ვეთანხმები - 77%
  • არ ვეთანხმები - 12%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 11%

ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა:

  • ვეთანხმები - 76%
  • არ ვეთანხმები - 12%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 12%

თავისუფალი სასამართლოს რეფორმის განხორციელება:

  • ვეთანხმები - 71%
  • არ ვეთანხმები - 15%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 14%

კოალიციური მთავრობა პრემიერ-მინისტრით, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტულ პარტიას:

  • ვეთანხმები - 54%
  • არ ვეთანხმები - 24%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 22%

რიგგარეშე არჩევნები რეფორმების გატარების შემდეგ: 

  • ვეთანხმები - 45%
  • არ ვეთანხმები - 29%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 26%

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი. 

კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად გამოპასუხების სიხშირე არის 81% (1520 ადამიანი).

საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.

ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა კვლევის შედეგებზე, არ დაფიქსირებულა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი