"ქართული ოცნება" 61 - ოპოზიცია 89 მანდატი | ბრიტანული კომპანია SAVANTA-ს გამოკითხვა

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა სავანტა ჯგუფმა (Savanta Group), "მედიის თავისუფლების ფონდის" დაკვეთით.

"სავანტა" არის გლობალური კომპანია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით კვლევებს უკვეთავენ ისეთი ავტორიტეტული მედიები როგორიცაა CNN და BBC, ასევე ბრიტანეთის მთავრობა.

დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები რომელ პარტიას ან კოალიციას მისცემდით ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 35%
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 19.%
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 16%
  • ძლიერი საქართველო - 9%
  • გახარია საქართველოსთვის - 8%
  • გირჩი - 3%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%
  • სხვა - 5%

არჩევნების ასეთი შედეგით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში მანდატები ასე გადანაწილდება:

  • ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 61 დეპუტატი
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 33 დეპუტატი
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 28 დეპუტატი
  • ძლიერი საქართველო -15 დეპუტატი
  • გახარია საქართველოსთვის - 13 დეპუტატი

ჯამში - ქართული ოცნებას ეყოლება 61,  ოპოზიციას კი - 89 დეპუტატი

  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%
  • სხვა - 5%

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი. 

კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად გამოპასუხების სიხშირე არის 81% (1520 ადამიანი).

საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი