21 წლის ახალგაზრდას მკვლელობა თბილისში | ბრალდებულს 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 21 წლის ახალგაზრდას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

თბილისში, ათონელის და მტკვრის ქუჩების მიმდებარედ მოხდა. ნიკიტა აგიევს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დამნაშავე მიიმალა, დაჭრილი კი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა. პოლიციამ ბრალდებული მეორე დღეს დააკავა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 25 იანვარს, თბილისში, ათონელის და მტკვრის ქუჩების მიმდებარედ, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

იხილეთ რეპორტაჟი: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი