CPJ: 26 ოქტომბერს, საქართველო ატარებს ყველაზე კრიტიკულ არჩევნებს მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა

გამოქვეყნდა:

26 ოქტომბერს, საქართველო ატარებს ყველაზე კრიტიკულ არჩევნებს მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უპირისპირდება პროდასავლური პარტიების კოალიციას, რომელიც გაერთიანებულია „ქართული ქარტიის“ ქვეშ, რომელიც წარმოადგენს საგზაო რუკას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის - ნათქვამია ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის [CPJ] სტატიაში საქართველოს შესახებ. მიმოხილულია 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო გარემო, მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიდასავლური მიმართულება.

"საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან ამ არჩევნების ცენტრალური თემაა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა უმრავლესობის მასში გაწევრიანების მომხრეა (ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შარშან მიენიჭა) „ქართულმა ოცნებამ“ მკვეთრად ანტიდასავლური მიმართულება აიღო, რამაც გააჩინა შიში, რომ ქვეყანა მეზობელი რუსეთის ორბიტაზე გადადის. მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა გადალახა საპრეზიდენტო ვეტო და დაამტკიცა რუსული სტილის კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელ დონორებზე დამოკიდებული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნას. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს „კოლექტიურ ოპოზიციას“." წერს CPJ.

ორგანიზაციის განცხადებითვე, მიმდინარე თვეში, ფაქტების დამდგენი მისიის დროს, საქართველოში რამდენიმე პარტნიორ ჯგუფთან ერთად, CPJ-მ ადგილობრივი ჟურნალისტები გამოკითხა, თუ რას ფიქრობენ მომავალ არჩევნებზე. 

CPJ-მ ასევე „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა მიერ წამოჭრილი შეშფოთებების შესახებ კომენტარი სთხოვა, მაგრამ წერილზე პასუხი არ მიუღია.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა ინტერვიუ ჩაწერა ნიკა გვარამიასთან, რომელიც სწორედ მომავალი არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე საუბრობს:

"ეს არჩევნები გადამწყვეტია არა მხოლოდ მედიის თავისუფლებისთვის საქართველოში, არამედ ყველა სახის თავისუფლებისთვის. ეს არ არის რეგულარული არჩევნები, სადაც თქვენ ირჩევთ უკეთეს ან უარეს მმართველობას შორის; ეს არის არჩევანის გაკეთება დასავლურ ცივილიზაციასა თუ რუსეთს ან რაიმე სახის პოლიტიკურ მორდორს შორის. ავტორიტარიზმის პირობებში არ არსებობს სივრცე სხვადასხვა სახის თავისუფლებისთვის და არ არსებობს შანსი, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმი ხელსაყრელი იყოს სიტყვისა და მედიის თავისუფლებისთვის. საერთაშორისო ზეწოლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს გათავისუფლებაში, განსაკუთრებით CPJ-ის ძალისხმევამ. ამის შემდეგ მე შევქმენი პარტია „ახალი“, რადგან ვგრძნობ, რომ შემიძლია უფრო მეტი ცვლილება მოვიტანო უშუალოდ პოლიტიკაში ჩართულობით. როცა (და არა „თუ“) გავიმარჯვებთ, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, გავაუქმებთ ნებისმიერ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ევროპულ გაგებას. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ქარტიას, რომ ამას ვაპირებთ და ამ გზას მივყვებით." ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი