ცესკოს "ნეიტრალური" საარჩევნო კომისია "ოცნების" სამსახურში | "აი ფაქტის" ჟურნალისტური ექსპერიმენტი აუდიოჩანაწერით

გამოქვეყნდა:

ვინ აირჩია/დანიშნა ცესკომ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საარჩევნო კომისიების შემადგენლობებში? - ჟურნალისტური გამოძიება გამოცემა "აი ფაქტმა" ჩაატარა და დაადგინა, რომ “მიუკერძოებელი” კომისიის წევრები “ქართული ოცნების” ღია მხარდამჭერები, სამთავრობო პროპაგანდის რუპორი საჯარო მოხელეები, მერიებში, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში, სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულები ან მათი ოჯახის წევრები არიან:

  • საუბნო კომისიების 62 წევრი მერიის, საკრებულოს, სახელმწიფო დაწესებულებების ან მუნიციპალური ა(ა)იპ-ის თანამშრომელია;
  • საუბნო კომისიების 185 წევრი სკოლაში ან საბავშვო ბაღშია დასაქმებული (მასწავლებელი, აღმზრდელი, ბიბლიოთეკარი, დირექტორი/გამგე);
  • საუბნო კომისიების 21 წევრი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდამჭერი, მათი ოჯახის წევრი ან/და სამთავრობო პროპაგანდის გამავრცელებელია;
  • საოლქო კომისიების 18 წევრი მერიის, ა(ა)იპ-ის, სკოლის, ან ბაღის თანამშრომელია;
  • საოლქო კომისიების 7 წევრი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. 

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტიც. ჟურნალისტი მათ ფარულად ესაუბრება, თითქოს, “ქართული ოცნების” “კარდაკარის” კოორდინატორის დავალებას ასრულებს.  ჩანაწერი ფარულია და ასახავს 7 სხვადასხვა სკოლის მასწავლებლისა და დირექტორის საუბარს 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ.

–ჟურნალისტი: ოპოზიციურად განწყობილი ხალხი რამდენად გყავთ?

–მასწავლებელი: არ არიან ბევრი, ყოველ შემთხვევაში… 

–ჟურნალისტი: ანუ, არიან ხომ ჩვენი მხარდამჭერები მრავლად?

–მასწავლებელი: კი, კი, კი, კი…. კი, გენაცვალე… 

–ჟურნალისტი: ხომ იცით, 26-ში პროვოკაციები იქნება და“ქართული ოცნების” ხმები ბოლომდე უნდა დაიცვათ. 

–მასწავლებელი: კი, მზად ვართ, რა ვიცი ახლა… ჩვენთან ვინც არიან წევრები, არავისგან ველოდებით პროვოკაციას. 

–ჟურნალისტი: ანუ, მოკლედ, გვქონდეს თქვენი იმედი ამ უბანზე…

–მასწავლებელი: კი…

“ჩვენ სოფელში უფრო მეტი, რა თქმა უნდა, ისაა… “ქართული ოცნება”… მეც მაგათ გვერდით ვარ, ასე გამოდის და ყველა… [ჟურნალისტი: ესეიგი, მთელი უბანი ჩვენ გვერდით ხართ?] – “კი, კი, კი, გენაცვალე! წარმატებები და წარმატებული თვე, მთლიანად ჩვენს საქართველოს”,- უთხრა ზემინარ შარაშენიძემ, ვანის სოფელ გადიდში მე-11 უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ და სკოლის მასწავლებელმა ჟურნალისტს. 

ცნობისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი ამბობს:

“დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს. კეთილსინდისიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური, პროფესიონალი და პოლიტიკურად ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები უზრუნველყოფენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის არსებობას”.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი