გზების ჩაკეტვის შემდეგ, "ოცნების" აქციის გამო, თავისუფლებაზე კაფე-ბარები, რესტორნები და მაღაზიებიც დაკეტეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო შეკრებისთვის ემზადება.  ამის გამო, დედაქალაქი პარალიზებულია. შეფერხებულია მოძრაობა ბარათაშვილის ხიდთან, თავისუფლების მოედანი,  რუსთაველის  გამზირი კი სრულადაა გადაკეტილი. დაკეტეს თავისუფლების მოედანზე მდებარე ყველა ობიექტი, კაფე-ბარები, რესტორნები და მაღაზიები. მაღაზიები დაკეტეს მიწისქვეშა გადასასვლელებშიც.

მმართველ პარტიას დასკვნით საარჩევნო შეხვედრაზე პარტაქტივი და საჯარო მოხელეები მიჰყავთ რეგიონებიდანაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაწილს თანხასაც სთავაზობენ. 

ავტორი: მარიამ ელიბაშვილი
 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი