"მაკლდება ხალხი, სასწრაფო წესით გამომიგზავნეთ გვარები, თორემ არ ვიცი თქვენ რა გელოდებათ..." | რუსთავში ერთ-ერთი ბაგა ბაღის გამგე მასწავლებლებს "ოცნების" აქციაზე წასვლას მუქარით აიძულებს

გამოქვეყნდა:

"მაკლდება ხალხი, სასწრაფო წესით გამომიგზავნეთ გვარები, თორემ არ ვიცი თქვენ რა გელოდებათ..." - ამის შესახებ რუსთავის 23-ე ბაგა ბაღის გამგე მასწავლებლებს "ქართული ოცნების" აქციაზე წასვლას მუქარით აიძულებს. აუდიოჩანაწერს "ტაბულა" ავრცელებს.

"მოკლედ, მაკა ციქუბაძე რჩება ბაღში, რადგან ის კომისიაა, რაგდან თქვენ ვერ გადაწყვიტეთ, მე ვწყვეტ. ლალი მასწავლებელი, ნათია თარგამაძე, გულო მასწავლებელი მოდის. არ მაინტერესებს, უარის შემთხვევაში არც ერთი დღე არასდროს, რამე რომ შეგემთხვეთ ძალიან ცუდი, არ გაგათავისუფლებთ ბაღიდან და არც ერთ დღეს არ გაგიტარებთ. ... მოკლედ, კიდე მაკლდება ხალხი, 6 ადამიანი სასწრაფო წესით გვარები გამომიგზავნეთ, თორე აი არ ვიცი თქვენ რა გელოდებათ, მერე არ მითხრათ რომ მე არაფერი არ მითქვამს. ზედმეტები მოგდით ძალიან. არცერთს არასდროს არ გაგიშვებთ არსად. დამთავრებულია ყველაფერი" - ამბობს აუდიო ჩანაწერში დირექტორი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი