"ენით აუწერელი შეურაცხყოფა მომაყენეს და არ ვიცი, ამას როგორ გადავიტანო" | ალეკო ელისაშვილი თანაპარტიელის მამის სიკვდილამდე მიყვანის გამო, გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ძლერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი გამოძების დაწყებას მოითხოვს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც მათი თანაგუნდელი ალექსანდრე თურაზაშვილი სიკვდილამდე მიიყვანა. შემთხვევა დღეს საბურთალოს საოლქო კომისიაში მოხდა, როდესაც ალექსანდრე თურაზაშვილს ხელისუფლების წარმომადგენებმა უმძიმესი სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენეს, რიც შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და გარდაიცვალა. ალექსანდრე თურაზაშვილი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის ქეთევან თურაზაშვილის მამაა.

"ალექსანდრე თურაზაშვილი იყო კოალიცია ძლიერი საქართველოს პარტია მოქალაქეების წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში. დღეს დილით ის შემოვლას ატარებდა უბნებზე, სადაც არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ დახვედრია მას. ამიტომ გაურკვევია და დაურეკავს. რამდენიმე კომისიის თავჯდომარებს დაურეკა და მოუკითხავს, რატო იყო ასე უპატრონოდ დატოვებული საბურთალოს რამდენიმე საარჩევნო უბანი. 

საბურთალოს საოლქო კომისიაში ხელისუფლების წარმომადგენელი არის ვინმე თეონა ჯაფარიძე, რომელმაც მერე დაურეკა ალექსანდრე თურაზაშვილს და დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. ალექსანდრე თურაზაშვილმა, საბურთალოს საოლქო კომისიასი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელს შორენა ბუხრაშვილის დაურეკა დაახლოებით დღის პირველის ნახევარზე და უთხრა, რომ ენით აუწერელი შეურაცხყოფა მომაყენეს და არ ვიცი ამას როგორ გადავიტანო. ამის შემდეგ მისი შვილი ქეთი თურაზაშვილი ცდილობდა მის დამშვიდებას და სანამ ის სახლში მივიდა ალექსანდრე თურაზაშვილი გარდაიცვალა" - ამბობს ელისაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი