კანდელაკი, "დოლარიჩი" და სხვები | "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა ქართლში, მოსყიდვა-დაშინებაში მონაწილე პირები დაასახელეს

გამოქვეყნდა:

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის ორგანიზაციაში იმ ადამიანების სია გაასაჯაროვეს, რომლებიც მათივე ინფორმაციით, ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებენ და მოსყიდვას ცდილობენ 

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანი ბალიაშვილის განცხადებით, ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს გორის მერის წარმომადგენელი ზურაბ მურადაშვილი და მისი ბიზნესმენი ბიძაშვილი მეტსახელად “დოლარიჩი”. 

მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვაში და ზეწოლაში დაადანაშაულეს პრორუსი ბიზნესმენი გიორგი კანდელაკიც. ბრალდებების ადრესატია გორის სოციალური სამსახურის უფროსი თეა თედელურიც, რომელიც ბალიაშვილის თქმით, მოქალაქეებს აშინებს და სოციალურ შემწეობებს პოლიტიკური ნიშნით უხსნის. კასპის სოფელ ფერმაში კი, ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს სკოლის დირექტორი შახალ ისმაელოვი და ბიზნესმენი მეტსახელად “ბაჰატინა”.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი