"ოცნებამ" ფოთში გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი ადამიანები ჩაწერა | ჯოჯუა

გამოქვეყნდა:

ქართულმა ოცნებამ ფოთში გაყალბების ახალ მეთოდს მიაკვლია და გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი ადამიანები ჩაწერა - აცხადებს  ფოთის საკრებულოში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ანიტა ჯოჯუა

"ფოთში მარცხს შეგუებული ქართული ოცნება ყველაფერზე მიდის, რომ მაქსიმალურად გამოიმათხოვროს ხმები, მათ მიაკვლიეს გაყალბების ახალ მეთოდს, გადასატან ყუთზე ჩაწერეს ჯანმრთელი ადამიანები, ჩვენ გვაქვს მათი გადამოწმებული სია. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ხდება ამ ხალხის მოსყიდვა და იძულება, რომ ხმა მისცენ "ქართულ ოცნებას".  

კატეგორიულად ვაფრთხილებთ ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამ სისხლის სამართლის დანაშაულში. ჩვენს მიერ ყველა ფაქტი დაფიქსირებულია და განსაზღვრულ ვადებში მოხდება მათზე რეაგირება" - განაცხადა ფოთის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ანიტა ჯოჯუამ ბრიფინგზე.

მან ამ კონკრეტული დარღვევის ამსახველი ვიდეომასალებიც წარადგინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი