წინასაარჩევნო პერიოდი წარიმართა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანასწორ გარემოში | საია-ს ანგარიში

გამოქვეყნდა:

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წინასაარჩევნო გარემოს ბოლო შეფასება წარადგინა. ანგარიშში საუბარია  ანტიკორუფციული ბიუროსა და კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებზე, ასევე საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სიძულვილის ენის გამოყენებაზე, ძალადობის წახალისებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვაზე. 

"საიას შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი წარიმართა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანასწორ გარემოში. კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა.  - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 2024 წლის აპრილიდან დაიწყო და ამ დრომდე სამი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.  
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი