ივანიშვილი აცნობიერებს ხელისუფლების დაკარგვის მოახლოებულ საფრთხეს | ბოკუჩავა თავდასხმებსა და ჩხრეკებზე

გამოქვეყნდა:

ერთიანობა  ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა განცხადებას ავრცელებს და დილით, Atlantic Council-ის მკვლევრების ოჯახებში ჩატარებულ ჩხრეკებს, ასევე ლევან გოგიჩაიშვილზე გუშინდელ თავდასხმას ეხმიანება. 

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის მყარი მტკიცებულება, რომ ივანიშვილი აცნობიერებს ხელისუფლების დაკარგვის მოახლოებულ საფრთხეს.

''გუშინ საღამოს ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმა, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” შტაბებსა და აქტივისტებზე თავდასხმები, ისევე, როგორც გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის, Atlantic Council-ის 2 მკვლევრის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას ოჯახებში შევარდნა, არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ივანიშვილი აცნობიერებს ხელისუფლების დაკარგვის მოახლოებულ საფრთხეს.

ეს ასევე არის ჩვენს სანდო პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საბოლოო დაზიანება. ივანიშვილი იქცევა ისე, როგორც იქცევიან დიქტატორები, რომელთა დასასრულიც ახლოვდება.

მოვუწოდებ საზოგადოებას მაქსიმალური სიმშვიდისკენ, ზუსტად 2 დღეში, ჩვენ მივალთ არჩევნებზე და ერთიანობით დავასრულებთ “ქართულ ოცნებას”. აღვადგენთ ურთიერთობას ჩვენს ძლიერსა და სანდო დასავლელ პარტნიორებთან და ქვეყანას სამშვიდობოს გავიყვანთ!'' - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი