ნიკა მელია შინდისში ამომრჩევლებს შეხვდა და შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია  ამომრჩეველს  შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შინდისში შეხვდა.

მელია ადგილობრივებს არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სურვილი გაგვიჩნდა იმ სულისკვეთების კიდევ ერთხელ შესაგრძნობად, რომელიც გამოამჟღავნა თითოეულმა მათგანმა. ვაჟკაცობის, გმირობის, ქვეყნის სიყვარულის, პატრიოტიზმის, უკან დაუხევლობის ჟინი და კიდევ უფრო მეტი ენერგია მივიღე, რაც გვავალდებულებს ჩვენ გამარჯვებას. არ არის უბრალოდ პოლიტიკური მიზანი არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გამარჯვება, მორალური ვალდებულებაა" ამბობს ნიკა მელია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი