"მკვლევართა დაშინების ახალი დონე... როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც KGB/FSB-ს მეთოდებს იყენებს" | კრამონი ჩხრეკებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე ეხმაურება.

"ეს არის საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე, არჩევნების წინ. როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც KGB და FSB იყენებენ მოსკოვში", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

დღეს დილიდან თბილისში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამერიკულ კომპანიაში, გაჩხრიკეს "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების - ეთო ბუზიაშვილის, სოფო გელავასა და მისი მეუღლის - გიორგი ნონიაშვილის სახლები, ხოლო ქუთაისში ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლი. ფინანსურმა ყველა ლოკაციიდან კომპიუტერული ტექნიკა ამოიღონ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ჩხრეკა 3 სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში" ჩატარდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი