არჩევნებამდე 3 დღით ადრე, მთავრობამ ცესკოს შენობა სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შეიყვანა. დადგენილებას, რომელიც 23 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პრემიერი კობახიძე აწერს.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის, დამტკიცდეს თანდართული „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა“ - ნათქვამია განკარგულებაში
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა
სსკ-ის 222-ე მუხლი გულისხმობს ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება:
1. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
222-1. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება
1. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების ორგანიზება დაბრკოლებების, საგუშაგოების მოწყობის გზით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხით, რამაც შეაფერხა ან შეეძლო გამოეწვია რკინიგზის, საჰაერო, წყლისა და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
გ) რასაც თან სდევს ტვირთის, ბარგის ან დოკუმენტების უკანონო გასინჯვა და შემოწმება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე.